ერთნი და თანასწორნი

„მე და მამა ერთი ვართ“ იოანე. 10, 30 წინამდებარე სტატია წარმოადგენს რეაქციას სტატიაზე „ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი“, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა“ (შემდგომში – „მოწმეები“) ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული [1]. სტატიის დასაწყისში ავტორები აცხადებენ: „იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ღმერთად მოაქვს თავი“ და თავადვე პასუხობენ: „მაგრამ ის უარყოფს ამ ბრალდებას“. დასაბუთებად მოჰყავთ იოანე. 10, 22-42. იესო არსად უარყოფს […]

ტერმინი „ეპისკოპოსისა“ და „დიაკვანის“ მოკლე ეტიმოლოგია

სტატიის სათაურში ნახსენები ტერმინები ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბევრის თვის უცნობია ამ ბერძნულ-წარმართული ტერმინოლოგიის წარმომავლობა და როგორ იყენებდნენ მას მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულების მიერ  წარმართული ფილოსოფიური და პოეტურ-კლასიკური  ტერმინოლოგიის გამოყენების შესახებ [1]. აღნიშნული მისიონერული ილეთი გათვლილი იყო იმაზე, რომ რომის იმპერიის ბერძნულენოვან ყოფილ წარმართებს ქრისტიანული ქერიგმა უკეთ გაეგოთ. […]

ვინ არის დიდების უფალი?

ჩვენი სტატიის თემაზე საუბრისას, უნდა ავღნიშნოთ, „იეჰოვას მოწმეებისათვის“ ქრისტე იმ გაგებით არის უფალი, რომ ის ქრისტიანთა განდიდებული მეფე, მეუფე და მფლობელია [1]. მაგრამ ქრისტეს უფალს უწოდებდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რელიგიურ ტრადიციაში ცხოვრობდნენ. ამოსავალ წერტილად უნდა გვქონდეს ის, თუ რა აზრს დებდნენ ამ ტერმინში I საუკუნეში როგორც პალესტინელი, ისე ბერძნულენოვანი იუდეო-ქტისტიანები და უმეტეს წილად ბერძნები და […]

იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგლეოზი მიქაელი

„საგუშაგო კოშკის საზოგადოება“ ასწავლის, რომ ამქვეყნად მოსვლამდე იესო ქრისტე მიქაელ მთავარანგელოზის სახით არსებობდა და აღდგომის შემდეგ ისევ მიქაელ მთავარანგელოზი გახდა. საზოგადოება ამტკიცებს, რომ ქრისე, ამქვეყნად ყოფნისას, მხოლოდ ადამიანი იყო, ხოლო როდესაც მოკვდა, „ადამიანმა“ იესომ არსებობა შეწყვიტა და „სულიერი ქმნილების“ – მიქაელ მთავარანგელოზის – სახით აღდგა [1]. პირველ რიგში ვიტყვით, რომ საკითხი ამგვარად დასმა აღმოჩენას არ […]

ძველი წარმართული მესოპოტამური სამართლებრივი ძეგლებიდან ძველ აღთქმაში საკანონმდებლო სესხების შესახებ

ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში [1] ბიბლიაზე ძველი მესოპოტამური ძეგლების გავლენის შესახებ ვწერდით. კერძოდ, ჰამურაბის კანონებს შევეხეთ. ამ კანონების მოკლე ისტორია და აბრაამის საოჯახო დავის მაგალითზე მათი გავლენა ვაჩვენეთ. ამ მაგალითმა კარგად აჩვენა, რომ ისეთი მესოპოტამიელი მართლებიც კი, როგორებიც იყვნენ ყოფილი წარმართები აბრაამი და სარა, ჰამურაბის მესოპოტამური კანონმდებლობის ნორმებს იცავდნენ. მესოპოტამიიდან მოშორებით ყოფნის დროსაც კი აბრაამი […]

ჰამურაბის კანონების როლი აბრაამის ოჯახურ საკითხებში

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მრავალი მესოპოტამიური რელიგიური და საკანონმდებლო ტექსტი ბევრად უფრუ ძველია, ვიდრე ბიბლიური  ტექსტი. მას ახლო აღმოსავლეთის ძველ საკანონმდებლო ნორმებთან ბევრი აკავშირებს. მესოპოტამიურმა ტექსტებმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დიდი გავლენა მოახიდნეს. მაგალითად, ეს არის ძველი შუმერული და აქადური მითები წარღვნის შესახებ, რომლებიც ბიბლიურ ტექსტთან შედარებით გაცილებით უფრო ძველია (დაბ. 7, 1-24; 8, 1-19). არქეოლოგიური აღმოჩენები […]

სოლომონის იგავების წიგნში ძველეგვიპტური „ამენემოპეს დამოძღვიდან“ ნასესხობის შესახებ

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა წერილის ტექსტებზე წარმართული (ბერძნული) რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტების გავლენის შესახებ – კერძოდ, ამ ტექსტების გავლენაზე ახალი აღთქმის ტექსტებზე [1]. შემდგომში, ახალი აღთქმის ეს ტექსტები მსოფლიო ეკლესიის უზენაესმა ავტორიტეტმა (კრებამ) აკურთხა და ისინი ახალი აღთქმის წიგნების კანონში შევიდნენ – კანონში, რომელიც ეკლესიამ შექმნა, რადგან ეკლესია: „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია“ (1 ტიმ. 3, […]

ენოქი, როგორც ახალ აღთქმისეული აპოკალიფტური წინასწარმეტყველი და ძველ იუდეველური აპოკრიფული პარალელები

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვაუწყებს: „მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი“ (გამოცხ. 11, 3) და აგრძელებს: „ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ […]

მარკოზის სახარების შედგენის იუდეო-თარგუმისეული სინაგოგალური პრინციპი

ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ იუდეველური პარალელების შესახებ, რომლებიც ახალ აღთქმაში – მოციქულთა ეპისტოლეებსა და ჩვენი უფლის, ისეო ქრისტეს, სახარებისეულ ქადაგებაში გვხვდება [1]. ასევე, არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ მოციქულები და თავად მაცხოვარი ძველ აღთქმისეულ მწერლობასა და იუდეველურ ზეპირ გადმოცემას მიმართავდნენ, რათა მათი ქადაგება ავტორიტეტული ყოფილიყო იუდეველებისთვის. ახალი აღთქმის ტექსტოლოგიური ანალიზიც იგივეს ადასტურებს. საუბარია ახალი აღთქმის იმ წერილებზე, […]