ჩვენს მიერ მოკლედ განხილული დოკუმნეტი, სომეხ-ქალკიდონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული ბერძნული კრებულის Ευχολόγιον–ს, ანუ რუსული კურთხევანის Требник, სომხური Մաշտոց (მაშტოცის) ექვივალენტია. კრებულიც სწორედ ამ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრებული არის იმ მცირედისაგან, რაც ჩვენამდეა მოღწეული. იგი მოწმობს, იმას რომ XIX ს-ის I ნახ-ში არსებობდა თემი, რომელიც ეკლესიური კანონმდებლობით ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. წიგნი ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ მე XIX საუკუნის დასაწყისში, სომეხ მართლმადიდებელთა შორის ცხოვლად იყო განვითარებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ეს კრებული თარგმნილი იყო ბერძნულიდან სომხურ ენაზე და გამოცემულ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქის აგათანგელოზის კურთხევით (1826-1830) («Հրամանաւ Տեառն Ագաթանգեղոսի սրբազան Արքեպ՟սի և տիեզերական Պատրիարգի յունաց») 1831 წ. წიგნის პირველივე სტრიქონებიდან ჩანს, რომ მისი გამოცემის მთელი თანხები გაიღო ცნობილმა სომეხმა მართლმადიდებელმა ვინმე ,,ბატონმა ანასტასიმ’’ ქალაქ აკნის დაბა ვანკის წმ. გიორგის ეკლესიიდან («Անաստաս աղային, որ ՚ի ս՟բ Գէորգայ վանից գիւղէն՝ Ակնայ քաղաքին»). ხსენებული ქალაქი აკნი განლაგებული იყო მდინარე ევფრატის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე, (1) სადაც XIX ს-ის დასასრულამდე არსებობდა რამოდენიმე დაბა, სადაც ცხოვრობდნენ სომეხი-ქალკიდონიტები (მართლმადიდებლები). ამ დაბების დასახელებები: ვანკი, შრზუ, დასახლებული პუნქტი შრზუ, ატმა, ასევე კიდევ სხვა სომეხი მართლმადიდებლების დასახლებები ანუ ხაი-ჰორომები(հայ-հոռոմք), სომეხი-რომეების, როგორც მათ XIX ს-ის ისტორიკოსები უწოდებდნენ, ქალაქ აკნის გარშემო იყო – ძორაკი და მუშეგკანი.(2) ხსენებული დასახლებები არსებობდნენ აკნის რაიონში 1924 წლამდე. ამავე წელს ისინი გადასახლებულნი იქნენ საბერძნეთში. (3) კრებულის დასაწყისში მოცემულია პატრიარქ აგათანგელოსის მცირე განმარტება წინასიტყვაობით, როგორც ჩანს, მიმართული პირველ რიგში სომეხი-მართლმადიდებელი მღვდლებისადმი, რომლებისთვისაც ითარგმნა და გამოიცა ეს საღვთო კრებული. სწორედ ეს წინასიტყვაობა იქცევს ჩვენს ყურადღებას. წიგნის ენა – ძველსომხურია (გრაბარი). წინასიტყვაობის ენა – დასავრური სომხური დიალექტით არის შესრულებული. იგი დათარიღებულია 1830 წლის აპრილით («Յամի Փրկութեան 1830 յԱպրիլի»).
ტექსტი
«ԱԳԱԹԱՆԳԵՂՈՍ ՈՂՈՐՄՈՒԹԵԱՄԲՆ ԱՍՏՈՒԾՈՅ ԱՐՀԻԵՊԻՍԿՈՊՈՍ ԿՈՍՏԱՆԴՆՈՒՊՈԼՍՈՅ ՆՈՐ ՀՌՈՄԱՅ ԵՒ ՏԻԵԶԵՐԱԿԱՆ ՊԱՏՐԻԱՐԳ
Որ ինչ կայ ’ի գիրս յայս՝ առաւ ’ի մեծ Մաշտոցէ մերմէ որ կոչի Էֆխօլոյիոն, և թարգմանեցաւ ’ի յունաց լեզուէ ’ի հայ բարբառ:
Եւ պարունակեալ ունի զկարգաւորութիւնս սրբարար խորհրդոց, և զաղօթս սրբոց, և զարարողութիւնս սոցին. որք և նշանակին ’ի ցանկն:
Գիրքս այս զգուշութեամբ քննեալ յիմաստուն և ա՟ծապաշտ և ուղղափառ քրիստոնէից՝ քաջահմուտ եղելոց հայկական լեզուի, բերաւ յեկեղեցին զի կնքեալ տպագրեսցի:
Եւ որովհետև վկայեալ ցուցաւ ’ի նոցանէ, թէ կարգաւորութիւնք և աղոթք բովանդակեալք ’ի սմա, ուղիղ և ողջմիտ և անթերի թարգմանեալեն ’ի Մաշտոցէ մերմէ, յաղագս որոյ կնքեցաւ Պատրիարգական կնքով, և վաւերական ստորագրութեամբ մերով:
Որպէս զի ա՟ծազդեցիկ փութով և պատուասէր ջանիւք գերամեծար սառաֆ բարեպաշտօն Անաստաս աղային ’ի տիպ արձանասցի՝ ’ի գործածութիւն և յօգուտ պաշտօնէից եկեղեցւոյ:
Յամի Փրկուփեան 1830 յԱպրիլի:»
«ღვთის წყალობით, აგათანგელოზი არქიეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ის, რაც წერია ამ წიგნში {1} აღებულ იქნა ჩვენი დიდი მაშტოციდან {2}, რომელიც იწოდება ევხოლოგიონად {3} და თარგმნილია ბერძნულიდან სომხურ ენაზე, მასში არის წმინდა საიდუმლოთა წეს-მსახურებები, წმინდანთა ლოცვები და მათი მსახურებანი, რომელიც არის ჩამონათვალში. ეს წიგნი ზედმიწევნით შესწავლილ იქნა, დახელოვნებული სომხური ენაში ბრძენი ღვთისმოშიში მართლმადიდებელი ქრისტიანების მიერ და ბოძებულ იქნა ეკლესიაში, ბეჭედ დასმული იმისათვის, რომ იქნას გამოცემული. ამრიგად, როგორც ცხადყოფენ ისინი {4}, ამ წიგნში არსებული წეს-მსახურებები და ლოცვები თარგმნილია სწორედ, საღად და წუნდაუდებლად ჩვენი მაშტოციდან {5} ამიტომ (ეს წიგნი) იყო დამოწმებული პატრიარქის ბეჭდით ჩვენი ნამდვილი ხელმოწერით.
დაე, ღვთის ძალით და მისი მსწრაფლშემწეობით და დიდად პატივსაცემი სარაფისა {6} და ღვთისმოსავი აღა {7} ანასტასის მხურვალე გულმოდგინებით გამოცემულ იქნას მოხმარებისთვის და ეკლესიის მსახურთა სარგებლობისთვის.
ხსნის წელიწადში 1830 (თვე აპრილი)»
_____
{1} ტექსტში არის ’ի գիրս რაც იგივეა როგორც «წმინდა წერილში»
{2} ტექსტში არის’ի մեծ Մաշտոցէ
{3} ტექსტში არის Էֆխօլոյիոն ბერძნული სიტყვა – Ευχολόγιον რაც ნიშნავს ,,ლოცვანი’’
{4} ტექსტში არის ցուցաւ რაც შეიზლება ასე ითარგმნოს ,,მითითებით’’
{5} იგივე ბერძნული ,,ლოცვანი’’/ Ευχολόγιον
{6} սառաֆ სარაფი (saraf), თურქული სიტყვაა და ნიშნავს ,,ბანკირს’’
{7} աղա აღა (ağa), თურქული სიტყვაა და ნიშნავს ,,ბატონი, პატრონი, გამოჩენილი ადამიანი’’
_____
(1) იხ. Бартикян P. M. О византийской аристократической семье Гаврас) // ИФЖ. 1987 № 3, С. 414-415. ქალაქი აკნი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა, ერზინჯანის პროვინციაში, სახელი გადარქმეულია – Kemaliye (ან Eğin).
(2) იხ. იქვე და ასევე: Ղ. Ինճիճեան. Աշխարհագրութիւն չորից մասանց աշխարհի: Մասն Առաջին. Ասիա. Հ. Ա, Վենետիկ, 1806, էջ 308; Հ. Կ. Ճանիկյան. Հնութիվն Ակնայ. Թիֆլիս, 1895, էջ 57-58, 59.
(3) Γ. Ι. Άναστασιάδου. Χάϊ-χουρούμ (άρμενόγλσσοι Έλληνες). Μικρασιατικά χρονικά. Σύγγραμμα περιοδικόν έκδιδόενον ύπό του̃ τμήματος Μικρασιατικω̃ν μελετω̃ν τής Ένω̃σεως Σμορναίων, τόμος Δ́ Άθη̃ναι, 1948, σελ, 34-46. დასახლება ვანკი და წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ დაწერილია XIX ს-ის სომეხი ისტორიკოსის ჰ.ჭანიკიანის მიერ, რომელიც მიიჩნევდა, რომ წმინდა გიორგის ეკლესია, წარსულში იყო მონასტერი (სომხურად «ვანკ(ქ)»), რომლის სახელსაც ატარებს დასახლება (იხ. Հ. Կ. Ճանիկյան. նշվ. Աշխ., էջ 58).
გამოყენებული ლიტერატურა:
(1) Бартикян P. M. О византийской аристократической семье Гаврас // ИФЖ. 1987 № 3, С. 414-415.
(2) «Մաշտոց». 1831 ՏՊԱԳՐԵԱԼ ՟ռմ՟ձ: ՅՕՐԹԱՔԻՒՂ (՚Ի ՏՊԱՐԱՆԻ ՊՕՂՈՍԻ ԱՐԱՊԵԱՆ Ա ՊՈՒՉԵԽՑՒՈՅ: Թթ: 1-4 (1831, კონსტანტინეპოლი /ძველსომხ./). დღეს «მაშტოცი» ინახება ერევანის წმ. მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში – მატენადარანში.
(3) Հ. Կ. Ճանիկյան. Հնութիվն Ակնայ. Թիֆլիս, 1895, էջ 57-58, 59.
© ი. კაზარიანი. სტატია, 2015