ცნობილია, რომ წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისას მოციქულები ანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორის – ფილოსოფოსის, პოეტის, და ზოგადათ კლასიკოსის, და ა.შ. – ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიღწევებით სარგებლობდნენ. მოციქულებს ესმოდათ, რომ მიზნის მიღწევა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებელი წარმართის (რომლისთვისაც იუდეური აზროვნება უცხო იყო) კულტურულ-მენტალურ ნიადაგზე დადგებოდა. მოციქულებს, როგორც იუდეველებს, კარგად ესმოდათ, რომ მათი იუდეური აზროვნება ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა […]
Category: ბიბლეისტიკა
ტერტულიანეს ტექსტებში არსებული ერთი აგარფის შესახებ
ჩვენს ორ წინარე სტატიაში [1] დაწვრილებით განვიხილეთ ტერმინ „άγραφα“-ს საეკლესიო-ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა. ტერმინი საეკლესიო გადმოცემას შეესაბამებოდა და მრავალ ადრექრისტიანულ წყაროს შემორჩა – წმინდა მოციქულთა კანონიკური ეპისტოლეებით დაწყებული ადრეული ეკლესიის მამების, მოციქულთა მოწაფეების, ტექსტებით და არაკანონიკური სახარებებით დამთავრებული. ეს აგრაფები კანონიკური სახარებისეული წერილისა და ეკლესიის ისტორიული გადმოცემის ცოცხალ კავშირს ადასტურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აგრაფა შესულია ძველი […]
კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენესა და არაკანონიკური „ებრაელთა სახარების“ ტექსტებში არსებული ქრისტეს ზოგიერთი აგრაფის შესახებ
სტატიაში „იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ“ [1] ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტერმინ „აგრაფაზე“ და მის მნიშვნელობაზე. სტატიაში ვაჩვენეთ საეკლესიო გადმოცემისა და ახალი აღთქმის ცოცხალი კავშირი. ასევე, სტატიაში აღინიშნა, რომ აგრაფების შესწავლა და სისტემური გადმოცემა პირველად პროფესორმა ი. კერნერმა მოახდინა XVIII საუკუნეში, რომელიც დაამკვიდრა ტერმინი „άγραφα“. მეცნიერმა თავის ნაშრომში „De sermonibus Christi agraphois“, რომელიც 1776 […]
იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ
ეგრეთ წოდებული აგრაფები ანუ აგრაფა (ბერძნ. ἄγραφα – „დაუწერელი“) იესო ქრისტეს გამონათქვამებია (ლოგიები), რომლებიც ოთხ კანონიკურ სახარებაში არ შესულა, არამედ ისინი ზეპირად გადაეცემოდა და ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ ჩაიწერა, რაც ეკლესიის გადმოცემას შეესაბამებოდა. აგრაფები ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში, ოფიციალურ საეკლესიო ლიტურგიკულ-კანონიკურ ძეგლებში და სხვა ძველ წყაროებში გვხვდება. ტერმინი „აგრაფები“ პირველად ლეიპციგელმა პროფესორმა ი. კერნერმა […]
იუდაური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში
მოცემული სტატიის თემატიკის კონტექსტში პავლე მოციქულის პიროვნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია, ვინაიდან „წარმართთა მოციქულმა“ (რომ. 11, 13) საღვთო მინდორში ქრისტეს სხვა მოციქულებზე მეტად იმუშაკა, როგორც თვითონვე წერს (1 კორ. 15, 10). პავლე, ღრმად განათლებული და იუდეველურ მოძღვრებაში განსწავლული ფარისეველი (საქმე. 23, 6), ცნობილი იუდეველი რჯულის მოძღვრის, ჰამალიელის, მოწაფე იყო (საქმე. 22, 3); იგი ბერძნულ დიალექტიკას, რიტორიკას […]
ქრისტეს ქადაგება და იუდეველთა არაბიბლიური გადმოცემა
მკითხველის წინაშე მდებარე სტატია არ წარმოადგენს სპეციალურ კვლევას, არამედ, ის ერთგვარი შეთავაზების ფორმაა, სადაც ძირითადი აქცენტებია გადანაწილებული, რაც ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. სახარებისა და ძველი აღთქმის ტექსტების ურთიერთმიმართება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით სახარებისა და იუდეველთა გადმოცემის მიმართ ურთიერთმიმართებაზე, რადგან ეს საკითხი ნაკლებად არის განხილული. სახარების კითხვისას ადვილად შევნიშნავთ, რომ […]
შობის დღესასწაულის მოკლე ისტორია
ეს უკვე ბოლო (მეხუთე) სტატიაა, რომელიც ეხება ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ [1], კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ [2]. პასტორი წერს: „კონსტანტინემდე ქრისტიანები არასოდეს აღნიშნავდნენ ქრისტეს შობას, მაგრამ წარმართები, რომაელები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღნიშნავდნენ მზე-ღმერთის დაბადების […]
ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ჰაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის „სიონის დიდება“ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით „მესიანური ეკლესიის აღდგენა!“ [1]. ჩვენი, უკვე მეორე, შენიშვნა [2], კონკრეტულად, ამ ნაშრომის ერთ თავს – „როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები“ – ეხება. პასტორი რობერტი წერს: „მეორე უკიდურესობა შეიმჩნეოდა რომსა და ალექსანდრიაში, სადაც ეკლესიაზე დიდ გავლენას ახდენდა ბერძნული ფილოსოფია […]