ეგრეთ წოდებული აგრაფები ანუ აგრაფა (ბერძნ. ἄγραφα – „დაუწერელი“) იესო ქრისტეს გამონათქვამებია (ლოგიები), რომლებიც ოთხ კანონიკურ სახარებაში არ შესულა, არამედ ისინი ზეპირად გადაეცემოდა და ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ ჩაიწერა, რაც ეკლესიის გადმოცემას შეესაბამებოდა. აგრაფები ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში, ოფიციალურ საეკლესიო ლიტურგიკულ-კანონიკურ ძეგლებში და სხვა ძველ წყაროებში გვხვდება. ტერმინი „აგრაფები“ პირველად ლეიპციგელმა პროფესორმა ი. კერნერმა […]
იუდაური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში
მოცემული სტატიის თემატიკის კონტექსტში პავლე მოციქულის პიროვნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია, ვინაიდან „წარმართთა მოციქულმა“ (რომ. 11, 13) საღვთო მინდორში ქრისტეს სხვა მოციქულებზე მეტად იმუშაკა, როგორც თვითონვე წერს (1 კორ. 15, 10). პავლე, ღრმად განათლებული და იუდეველურ მოძღვრებაში განსწავლული ფარისეველი (საქმე. 23, 6), ცნობილი იუდეველი რჯულის მოძღვრის, ჰამალიელის, მოწაფე იყო (საქმე. 22, 3); იგი ბერძნულ დიალექტიკას, რიტორიკას […]
ქრისტეს ქადაგება და იუდეველთა არაბიბლიური გადმოცემა
მკითხველის წინაშე მდებარე სტატია არ წარმოადგენს სპეციალურ კვლევას, არამედ, ის ერთგვარი შეთავაზების ფორმაა, სადაც ძირითადი აქცენტებია გადანაწილებული, რაც ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. სახარებისა და ძველი აღთქმის ტექსტების ურთიერთმიმართება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით სახარებისა და იუდეველთა გადმოცემის მიმართ ურთიერთმიმართებაზე, რადგან ეს საკითხი ნაკლებად არის განხილული. სახარების კითხვისას ადვილად შევნიშნავთ, რომ […]
შობის დღესასწაულის მოკლე ისტორია
ეს უკვე ბოლო (მეხუთე) სტატიაა, რომელიც ეხება ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ [1], კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ [2]. პასტორი წერს: „კონსტანტინემდე ქრისტიანები არასოდეს აღნიშნავდნენ ქრისტეს შობას, მაგრამ წარმართები, რომაელები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღნიშნავდნენ მზე-ღმერთის დაბადების […]
ღვთის ეკლესიაში არ არსებულ ანუ მოჩვენებით ანტისემიტიზმზე
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ [1], კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ – ეხება ჩვენი უკვე მეოთხე შენიშვნა [2]. პასტორი წერს: „ეპისკოპოსებისადმი მიმართულ კონსტანტინეს წერილში, რომელიც მან კრების დამთავრებისთანავე შეადგინა, ეწერა, რომ ეკლესიისათვის არასწორი იქნებოდა […]
კონსტანტინე დიდის არარსებულ ან მოჩვენებით ანტისემიტიზმზე, პირველი მსოფლიო კრების რწმენაზე და ზოგიერთ სხვა საკითხებზე
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ [1], კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ – ეხება ჩვენი უკვე მესამე შენიშვნა [2]. პასტორი წერს: „მაგრამ, როცა კონსტანტინე დიდმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ყველაფერი ნელ–ნელა შეიცვალა. კონსტანტინემ არამხოლოდ ის ადგილი […]
ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ჰაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის „სიონის დიდება“ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით „მესიანური ეკლესიის აღდგენა!“ [1]. ჩვენი, უკვე მეორე, შენიშვნა [2], კონკრეტულად, ამ ნაშრომის ერთ თავს – „როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები“ – ეხება. პასტორი რობერტი წერს: „მეორე უკიდურესობა შეიმჩნეოდა რომსა და ალექსანდრიაში, სადაც ეკლესიაზე დიდ გავლენას ახდენდა ბერძნული ფილოსოფია […]
,,მზის დღე’’ და ,,უფლის დღე’’ როგორც კვირა დღის აღმნიშვნელი პირველი ქრისტიანებისთვის
ჩვენი პატარა კრიტიკული შენიშვნა ეხება საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორის რობერტ ხაინდლერის (ტეხასი, აშშ) ნაშრომს სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’, კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’. მოცემული ნაშრომი გავრცელდა საერთაშორისო ქსელში [1]. წარმოდგენილი თავის კრიტიკაში შევეცდებით ლაკონურები ვიყოთ, რადგანაც თავად ნაშრომი პატივცემული პასტორისა არ მოითხოვს ვრცელ განხილვას, ასევე შევეცდებით სტატიაში […]