სახარებისეული „შვიდი სული“ და მისი ძველი პარალელები ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურაში

ჩვენ უკვე ვწერდით ქრისტეს ქადაგების კავშირზე ძველ იუდეველურ გადმოცემასა და ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურასთან [1]. აქ შევეხებით ქრისტეს ქადაგების კიდევ ერთ მაგალითს, კერძოდ, მის კავშირს „შვიდი სულის“ ძველ იუდეველურ გაგებასთან. „შვიდ სულს“ იუდეველურ გარემოში ტრადიციული გაგება გააჩნდა, რაც განკაცებული ლოგოსის ქადაგებაშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ ლოგოსის კენოზისი, როგორც ასეთი, არა მხოლოდ მის განკაცებას ეხება, არამედ ჩვენს […]

სადუკეველები და იუდეველთა გადმოცემა

წმინდა მოციქულთა და ქრისტეს დამოკიდებულებას იუდეველური გადმოცემისადმი რიგი სტატიები მივუძღვენით, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენდა გადმოცემა ძველი იუდეველებისთვის და როგორ სცემდნენ და ახლაც სცემენ მას პატივს [1]. აღნიშნულ სტატიებში ჩვენ ასევე ვაჩვენეთ, რომ მოციქულებისა და ქრისტესთვის იუდეველური გადმოცემა წერილთან ერთად იყო მისაღები. ქრისტე და მისი მოწაფეები ქადაგებისას იუდეველურ აპოკრიფებსაც იყენებდნენ იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც […]

იუდა მოციქულის ეპისტოლე და იუდეველური აპოკრიფები

როგორც ჩვენს წინა სტატიებში ვაჩვენეთ, მოციქულები, თავიანთ საეპისტოლო მემკვიდრეობაში, არა მხოლოდ ძველი აღთქმის წერილს, არამედ იუდეველურ გადმოცემასაც იყენებდნენ, რაც მათთვის სრულიად კანონზომიერი და მისაღები იყო [1]; მით უმეტეს, რომ იუდეველური გადმოცემის (ზეპირი თორა) აუცილებლობას თალმუდიც უთითებს (ტრაქტატი „შაბათი“ 31a). მეტიც, თავად მაცხოვარი, მისი ქადაგების ქმედითობისთვის, არა მხოლოდ იუდეველურ გადმოცემას, არამედ აპოკრიფულ წყაროებსაც იყენებს [2]; ანუ […]

ხატთაყვანისცემის მეოთხე აპოლოგია

მოცემულ, ამჯერად, ხატთაყვანისცემის ბოლო აპოლოგიაში [1] ჩვენ გვსურს დასკვნითი სიტყვის სახით გავამახვილოთ ყურადღება ხატთაყვანისცემის ღვთისმეტყველებისა და ისტორიის ასპექტებზე, რომლებიც ძველი ეკლესიისთვის მოცემული ტრადიციის უფლებამოსილებას და ადეკვატურობას გვიჩვენებენ. ჩვენს წინა სტატიებში ჩვენ ხატთაყვანისცემის ისტორიული წინამძღვრები და ამ ტრადიციის საღვთისმეტყველო და დოგმატური დასაბუთება წარმოვადგინეთ. ევსები კესარიელის (ან ევსები პამფილი), „საეკლესიო ისტორიის მამას“, თანახმად ხატთაყვანისცემა მისაღები იყო ძველი […]

ხატთაყვანისცემის მესამე აპოლოგია

ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ვსაუბრობდით წმინდა გამოსახულებებისა და ჯვრის თაყვანისცემის ტრადიციაზე [1], რომელიც სავსებით მისაღები იყო ძველი ეკლესიისთვის. მეორე აპოლოგია დაეთმო ღვთის სახელისა და ღვთის ხატების სწორ გაგებას ლოგოსის განკაცებისა და მისი ქვეყნად მოვლინების კონტექსტში [2], საიდანაც გამომდინარეობს, რომ განკაცებული ღმერთი ადამიანური ბუნებისთვის ხელშესახები და ხილვადი ხდება. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამყაროს სახელდების […]

ხატთაყვანისცემის მეორე აპოლოგია

ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეს და ნაწილობრივ IV საუკუნესაც შევეხეთ [1], მეორე აპოლოგიაში კი ადრეული ქრისტიანობის I ასწლეულის პერიოდზე ვისაუბრებთ. ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ავტორების ისტორიულ და საღვთისმეტყველო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხატთაყვანისცემა, ზოგადად, ადრეული პერიოდის კათოლიკე ეკლესიისთვის მისაღებ ტრადიციას წარმოადგენდა (ამიტომაც არ საჭიროებდა აპოლოგიას); აღნიშნული ტრადიცია VIII საუკუნეში მსოფლიო კრების დონეზე […]

ხატთაყვანისცემის პირველი აპოლოგია

უკვე მერამდენე წელი და საუკუნეა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემის გამო თავისი მისამართით კერპთაყვანისმცემლობის ბრალდება ესმით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კიცხვა ძველი სამყაროს მაგალითებს მოგვაგონებს. მაგალითად, იუდეველური გადმოცემის თანახმად, ბაბილონელთა (ასირიელთა) მიერ პირველი ტაძრის დანგრევისას, როდესაც წარმართებმა ტაძრის წმიდათა-წმიდაში ქერუბიმები დაინახეს, ებრაელებს დასცინეს, რადგან ეგონათ, რომ ისინი ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს (ბაბილონური თალმუდი, […]

მოკლედ ეკლესიაზე, გადმოცემაზე და წმინდა წერილზე

ჩვენს მიერ მოწოდებულ თემაში გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება სწორედ იმ ასპექტზე, რომელიც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროებს განსაკუთრებულ აქტუალიზაციას. თვით სტატიის სათაური ჩვენს მიერ ისეთი გაგებით წესით და აქტუალურობით არის შესრულებული: ეკლესია, გადმოცემა და წმინდა წერილი, როგორი გაგებითაც ისინი მოიაზრებოდნენ, აღიქმებოდნენ და განიცდებოდნენ ორი ათასი წლის განმავლობაში კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრების ანუ ქრისტიანების მიერ. თავად თემა […]

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს

სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს სწავლობენ (I ს. ჩვ. წ. აღ.), ვარაუდობენ, რომ მათზე ქრისტეს უძველესი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: „ისრაელის მხსნელი“. რომი. ინგლისელი და შვეიცარიელი სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ მათზე იესო ქრისტეს უძველესი გამოსახულებაა ამოტვიფრული. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: […]

სურბ სარგისი, ერეტიკოსი თუ მართლმადიდებელი წმინდანი?

წმინდა სარგისი (სომხ. սուրբ Սարգիս, ანუ წმინდა სერგი), ან როგორც ჩვენშია მიღებული „სურბ სარგისი“ – სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. ადამიანი, რომლის ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდიდანვე იყო ცნობილი სომეხ ქრისტიანებში. წმ. სარგისი მიჩნეულია სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის მოწამედ, მისი სახელი არ გვხდება არცერთ ცნობილ მართლმადიდებლურ წმინდათა ცხოვრების აღწერაში, და არც […]