ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეს და ნაწილობრივ IV საუკუნესაც შევეხეთ [1], მეორე აპოლოგიაში კი ადრეული ქრისტიანობის I ასწლეულის პერიოდზე ვისაუბრებთ. ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ავტორების ისტორიულ და საღვთისმეტყველო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხატთაყვანისცემა, ზოგადად, ადრეული პერიოდის კათოლიკე ეკლესიისთვის მისაღებ ტრადიციას წარმოადგენდა (ამიტომაც არ საჭიროებდა აპოლოგიას); აღნიშნული ტრადიცია VIII საუკუნეში მსოფლიო კრების დონეზე […]
ხატთაყვანისცემის პირველი აპოლოგია
უკვე მერამდენე წელი და საუკუნეა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემის გამო თავისი მისამართით კერპთაყვანისმცემლობის ბრალდება ესმით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კიცხვა ძველი სამყაროს მაგალითებს მოგვაგონებს. მაგალითად, იუდეველური გადმოცემის თანახმად, ბაბილონელთა (ასირიელთა) მიერ პირველი ტაძრის დანგრევისას, როდესაც წარმართებმა ტაძრის წმიდათა-წმიდაში ქერუბიმები დაინახეს, ებრაელებს დასცინეს, რადგან ეგონათ, რომ ისინი ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს (ბაბილონური თალმუდი, […]
მოკლედ ეკლესიაზე, გადმოცემაზე და წმინდა წერილზე
ჩვენს მიერ მოწოდებულ თემაში გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება სწორედ იმ ასპექტზე, რომელიც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, საჭიროებს განსაკუთრებულ აქტუალიზაციას. თვით სტატიის სათაური ჩვენს მიერ ისეთი გაგებით წესით და აქტუალურობით არის შესრულებული: ეკლესია, გადმოცემა და წმინდა წერილი, როგორი გაგებითაც ისინი მოიაზრებოდნენ, აღიქმებოდნენ და განიცდებოდნენ ორი ათასი წლის განმავლობაში კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრების ანუ ქრისტიანების მიერ. თავად თემა […]
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს
სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს სწავლობენ (I ს. ჩვ. წ. აღ.), ვარაუდობენ, რომ მათზე ქრისტეს უძველესი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: „ისრაელის მხსნელი“. რომი. ინგლისელი და შვეიცარიელი სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ მათზე იესო ქრისტეს უძველესი გამოსახულებაა ამოტვიფრული. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: […]
ქრისტეს ვნებებზე ძველ აღთქმისეული მესიანური ადგილების სახარებისეულ გააზრებაზე
მოცემული სტატია ქვემოთ მოყვანილი საკითხის თაობაზე მხოლოდ აქცენტების განაწილების მცდელობაა. სტატია მასში დასმულ კითხვაზე საბოლოო პასუხს არ იძლევა, არამედ დასმული კითხვის სხვაგვარი გააზრების საშუალებას იძლევა და ახალი კვლევებისათვის სივრცეს იძლევა. მიიჩნეულია, რომ ახალგაზრდა ქრისტიანულ ეკლესიაში პირველად დაიწერა მათეს სახარება (სხვა მონაცემებით – მარკოზის სახარება), რომელსაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ძველ აღთქმასთან. როგორც ცნობილია, მათეს სახარება […]
სომეხი მართლმადიდებლების საღვთო მსახურების კრებული და კონსტანტინეპოლის პატრიარქის აგათანგელოზის წინასიტყვაობა (XIX- ის დასაწყისი)
ჩვენს მიერ მოკლედ განხილული დოკუმნეტი, სომეხ-ქალკიდონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული ბერძნული კრებულის Ευχολόγιον–ს, ანუ რუსული კურთხევანის Требник, სომხური Մաշտոց (მაშტოცის) ექვივალენტია. კრებულიც სწორედ ამ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრებული არის იმ მცირედისაგან, რაც ჩვენამდეა მოღწეული. იგი მოწმობს, იმას რომ XIX ს-ის I ნახ-ში არსებობდა თემი, რომელიც ეკლესიური კანონმდებლობით ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. წიგნი ასევე მეტყველებს იმაზე, […]
სურბ სარგისი, ერეტიკოსი თუ მართლმადიდებელი წმინდანი?
წმინდა სარგისი (სომხ. սուրբ Սարգիս, ანუ წმინდა სერგი), ან როგორც ჩვენშია მიღებული „სურბ სარგისი“ – სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. ადამიანი, რომლის ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდიდანვე იყო ცნობილი სომეხ ქრისტიანებში. წმ. სარგისი მიჩნეულია სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის მოწამედ, მისი სახელი არ გვხდება არცერთ ცნობილ მართლმადიდებლურ წმინდათა ცხოვრების აღწერაში, და არც […]
ტერმინების „სახარება“ და „კანონი“ წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება
ცნობილია, რომ წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისას მოციქულები ანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორის – ფილოსოფოსის, პოეტის, და ზოგადათ კლასიკოსის, და ა.შ. – ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიღწევებით სარგებლობდნენ. მოციქულებს ესმოდათ, რომ მიზნის მიღწევა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებელი წარმართის (რომლისთვისაც იუდეური აზროვნება უცხო იყო) კულტურულ-მენტალურ ნიადაგზე დადგებოდა. მოციქულებს, როგორც იუდეველებს, კარგად ესმოდათ, რომ მათი იუდეური აზროვნება ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა […]
ტერტულიანეს ტექსტებში არსებული ერთი აგარფის შესახებ
ჩვენს ორ წინარე სტატიაში [1] დაწვრილებით განვიხილეთ ტერმინ „άγραφα“-ს საეკლესიო-ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა. ტერმინი საეკლესიო გადმოცემას შეესაბამებოდა და მრავალ ადრექრისტიანულ წყაროს შემორჩა – წმინდა მოციქულთა კანონიკური ეპისტოლეებით დაწყებული ადრეული ეკლესიის მამების, მოციქულთა მოწაფეების, ტექსტებით და არაკანონიკური სახარებებით დამთავრებული. ეს აგრაფები კანონიკური სახარებისეული წერილისა და ეკლესიის ისტორიული გადმოცემის ცოცხალ კავშირს ადასტურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აგრაფა შესულია ძველი […]
კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენესა და არაკანონიკური „ებრაელთა სახარების“ ტექსტებში არსებული ქრისტეს ზოგიერთი აგრაფის შესახებ
სტატიაში „იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ“ [1] ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტერმინ „აგრაფაზე“ და მის მნიშვნელობაზე. სტატიაში ვაჩვენეთ საეკლესიო გადმოცემისა და ახალი აღთქმის ცოცხალი კავშირი. ასევე, სტატიაში აღინიშნა, რომ აგრაფების შესწავლა და სისტემური გადმოცემა პირველად პროფესორმა ი. კერნერმა მოახდინა XVIII საუკუნეში, რომელიც დაამკვიდრა ტერმინი „άγραφα“. მეცნიერმა თავის ნაშრომში „De sermonibus Christi agraphois“, რომელიც 1776 […]