ტერტულიანეს ტექსტებში არსებული ერთი აგარფის შესახებ

ჩვენს ორ წინარე სტატიაში [1] დაწვრილებით განვიხილეთ ტერმინ „άγραφα“-ს საეკლესიო-ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა. ტერმინი საეკლესიო გადმოცემას შეესაბამებოდა და მრავალ ადრექრისტიანულ წყაროს შემორჩა – წმინდა მოციქულთა კანონიკური ეპისტოლეებით დაწყებული ადრეული ეკლესიის მამების, მოციქულთა მოწაფეების, ტექსტებით და არაკანონიკური სახარებებით დამთავრებული. ეს აგრაფები კანონიკური სახარებისეული წერილისა და ეკლესიის ისტორიული გადმოცემის ცოცხალ კავშირს ადასტურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აგრაფა შესულია ძველი ქრისტიანი აპოლოგეტის და ღვთისმეტყველის, ტერტულიანეს (155-200 წწ.), თხზულებაში სახელწოდებით „ნათლისღების შესახებ“. ნაწარმოები 190/193 წლებში დაიწერა, სანამ ტერტულიანე ჯერ კიდევ სამოციქულო ეკლესიის  წიაღში იმყოფებოდა [2]. ტერტულიანეს ნაშრომები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ეკლესიის ისტორიის თვალსაზრისით და ასევე, ფილოსოფიურ ინტერესსაც წარმოადგენენ. აღნიშნულ თხზულებაში ტერტულიანე უფლის ერთი გამოთქმის შესახებ საუბრობს: „არავინ შევა ცათა სასუფეველში, თუ ჯერ განსაცდელს არ გაივლის“ (ტერტულიანე. De baptismo. XX. 2). ეს გამოთქმა პირდაპირ შეესაბამება ლუკას სახარებას (22, 28-29):თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი“. იგივე აგრაფა აზრის სიღრმით შეესაბამება მათეს – 7, 13-14 და ლუკას – 13, 23-24 – სახარებებს. აღნიშნული გამოთქმა პირდაპირ შეესაბამება კანონიკური სახარებების სოტერიოლოგიას, რომელიც ახალი აღთქმის მთელ წერილს წითელ ხაზად გასდევს და გაბრიელ ანგელოზის სიტყვებით (მათე. 1, 21) ისრაელის ღმერთის განკაცების მიზეზს გვიჩვენებს.

_____

[1] იხ. ჩვენი სტატიები: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/26/iustine-martvilis-txzulebebshi-qristes-erti/;   და https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/27/kliment-aleqsandrielis-origenesa-da-arakanonikuri/;

[2] III საუკუნის დასაწყისში (დაახ. 210 წ.) ტერტულიანე მონტანისტ-სექტანტებთან გადადის.

© ი. კაზარიანი. სტატია, 2015

Post Author: tomatodua