სახარებისეული „შვიდი სული“ და მისი ძველი პარალელები ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურაში

ჩვენ უკვე ვწერდით ქრისტეს ქადაგების კავშირზე ძველ იუდეველურ გადმოცემასა და ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურასთან [1]. აქ შევეხებით ქრისტეს ქადაგების კიდევ ერთ მაგალითს, კერძოდ, მის კავშირს „შვიდი სულის“ ძველ იუდეველურ გაგებასთან. „შვიდ სულს“ იუდეველურ გარემოში ტრადიციული გაგება გააჩნდა, რაც განკაცებული ლოგოსის ქადაგებაშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ ლოგოსის კენოზისი, როგორც ასეთი, არა მხოლოდ მის განკაცებას ეხება, არამედ ჩვენს უმწეო აზროვნებამდე მის დიდსულოვან დამდაბლებას. ქრისტე იუდეველებს სრულყოფილ აზრებს თანდათან აწვდიდა, იმდენად, რამდენადაც ადამიანებს შეეძლოთ მათი დატევა. იგივე ეხება იუდეველურ ტრადიციულ მოსაზრებებს, რომლებიც იესო ქრისტეს დროისთვის გავრცელებული იყო ებრაელ ხალხში. შვიდი ბოროტი სულის საკითხი იყო ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელსაც იუდეველები ნდობით აღიქვავდნენ. აქედან გამომდინარე, ქრისტე თავის ქადაგებაში აღნიშნულ საკითხს მიმართავდა, რათა მსმენელების ყურადღება მიეპყრო. მათეს სახარებაში (12, 45) უფალი თავის მსმენელებს სულიერ მოძღვრებას სთავაზობს, რომელშიც შვიდი ბოროტი სულის თემას ეხება. უფალი აღნიშნულ დარიგებას ღმერთისადმი სრული მორჩილების გაგებით იაზრებს, რაც ეპიზოდის კონტექსტიდან კარგად ჩანს (მათე. 12, 43-50; შეად. ლუკა. 11, 24-26). იგივე თემა, მხოლოდ უკვე არაიგავური სახით, გვხვდება მარიამ მაგდალელის შვიდი ეშმაკისგან განკურნებაში (ლუკა. 8, 2).

შვიდი ბოროტი სულის თემის პარალელებს იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურაში ვხედავთ. „თორმეტი პატრიარქის ანდერძის“ (I ს. ჩვ. წ. აღ.-მდე) (რომელიც ყუმრანის ხელნაწერებში იპოვეს)[2] თანახმად ადამიანის მთელი ცხოვრება ბოროტ სულებთან ბრძოლაა: დაბადებისას ადამიანს შვიდი ბოროტი სული უახლოვდება და შემდეგ შვიდ კეთილ ანგელოზს ებრძვიან (იხ. რეუბენის აღთქმა, 2-3 თ. და დანის აღთქმა, 1, 5).

როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, უფალი აღნიშნულ თემას სულიერი დარიგების სახით გვთავაზობს უფრო ღრმა – ადამიანის ღმერთისადმი მორჩილების – გააზრებით. მსგავს მეთოდს ქრისტე სხვა აპორკიფულ გამოთქმებთან მიმართებაშიც იყენებდა, მაგრამ მათ ცათა სასუფევლის სახარებისეული ქადაგების ფარგლებში სრულყოფილად იაზრებდა.

_____

[1] იხ. ჩვენი სტატია https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/04/24/qristes-qadageba-da-iudevelta-arabibliuri/

[2] იხ.: http://khazarzar.skeptik.net/books/test_12.htm

© ი. კაზარიანი. სტატია, 2017

Post Author: tomatodua