რა მეწამულით შეჰმოსეს ქრისტე პილატეს პრეტორიუმში? (მათე. 27, 27–28)

აქვე ვაღნიშნავთ, რომ ეს სტატია არ არის დასკვნითი, არამედ მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო აქცენტებს სვამს. დასკვნების გამოტანა კი მკითხველისათვის მიგვინდია. იოსებ ფლავიუსი მღვდელმთავრის შესამოსელზე მიუთითებს, რომელსაც რომაელები იერუსალიმში, ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში ინახავდნენ (სადაც იმპერიის პრეფექტის დროებითი საყდარი იყო განლაგებული), სადაც, სავარაუდოდ, ქრისტე გაასამართლეს. იოსებ ფლავიუსი წერს: „აქ, (ანტონიუსის ციხე-სიმაგრეში – ი. კ.) ისინი წმინდა შესამოსელს ინახავდნენ, რომლითაც […]

სოლომონის იგავების წიგნში ძველეგვიპტური „ამენემოპეს დამოძღვიდან“ ნასესხობის შესახებ

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა წერილის ტექსტებზე წარმართული (ბერძნული) რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტების გავლენის შესახებ – კერძოდ, ამ ტექსტების გავლენაზე ახალი აღთქმის ტექსტებზე [1]. შემდგომში, ახალი აღთქმის ეს ტექსტები მსოფლიო ეკლესიის უზენაესმა ავტორიტეტმა (კრებამ) აკურთხა და ისინი ახალი აღთქმის წიგნების კანონში შევიდნენ – კანონში, რომელიც ეკლესიამ შექმნა, რადგან ეკლესია: „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველია“ (1 ტიმ. 3, […]

ენოქი, როგორც ახალ აღთქმისეული აპოკალიფტური წინასწარმეტყველი და ძველ იუდეველური აპოკრიფული პარალელები

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვაუწყებს: „მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი“ (გამოცხ. 11, 3) და აგრძელებს: „ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ […]

მარკოზის სახარების შედგენის იუდეო-თარგუმისეული სინაგოგალური პრინციპი

ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ იუდეველური პარალელების შესახებ, რომლებიც ახალ აღთქმაში – მოციქულთა ეპისტოლეებსა და ჩვენი უფლის, ისეო ქრისტეს, სახარებისეულ ქადაგებაში გვხვდება [1]. ასევე, არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ მოციქულები და თავად მაცხოვარი ძველ აღთქმისეულ მწერლობასა და იუდეველურ ზეპირ გადმოცემას მიმართავდნენ, რათა მათი ქადაგება ავტორიტეტული ყოფილიყო იუდეველებისთვის. ახალი აღთქმის ტექსტოლოგიური ანალიზიც იგივეს ადასტურებს. საუბარია ახალი აღთქმის იმ წერილებზე, […]

სახარებისეული „შვიდი სული“ და მისი ძველი პარალელები ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურაში

ჩვენ უკვე ვწერდით ქრისტეს ქადაგების კავშირზე ძველ იუდეველურ გადმოცემასა და ძველ იუდეველურ აპოკრიფულ ლიტერატურასთან [1]. აქ შევეხებით ქრისტეს ქადაგების კიდევ ერთ მაგალითს, კერძოდ, მის კავშირს „შვიდი სულის“ ძველ იუდეველურ გაგებასთან. „შვიდ სულს“ იუდეველურ გარემოში ტრადიციული გაგება გააჩნდა, რაც განკაცებული ლოგოსის ქადაგებაშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ ლოგოსის კენოზისი, როგორც ასეთი, არა მხოლოდ მის განკაცებას ეხება, არამედ ჩვენს […]

ქრისტე და „ოქროს წესი“

„ოქროს წესი“ ძველი ანტიკური სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ეთიკურ-ზნეობრივი კანონია, რომელიც ბევრ ხალხს გააჩნდა. თავად ეს წესი წარმართული სამყაროსთვის დაუწერელ კანონს წარმოადგენდა. პავლე მოციქული ამ კანონს განმარტავდა, როგორც „რჯულის საქმეს“, რომელიც წარმართებს „გულებში“ უწერიათ, „რაზეც მათი სინდისი და მათი აზრები მეტყველებს“ (რომ. 2, 14-15). ანუ, ეს არის გულში არსებული დაუწერელი რჯული, რომელიც ადამიანს ღმერთმა მისცა. სანამ „ოქროს […]

სადუკეველები და იუდეველთა გადმოცემა

წმინდა მოციქულთა და ქრისტეს დამოკიდებულებას იუდეველური გადმოცემისადმი რიგი სტატიები მივუძღვენით, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას წარმოადგენდა გადმოცემა ძველი იუდეველებისთვის და როგორ სცემდნენ და ახლაც სცემენ მას პატივს [1]. აღნიშნულ სტატიებში ჩვენ ასევე ვაჩვენეთ, რომ მოციქულებისა და ქრისტესთვის იუდეველური გადმოცემა წერილთან ერთად იყო მისაღები. ქრისტე და მისი მოწაფეები ქადაგებისას იუდეველურ აპოკრიფებსაც იყენებდნენ იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც […]

იუდა მოციქულის ეპისტოლე და იუდეველური აპოკრიფები

როგორც ჩვენს წინა სტატიებში ვაჩვენეთ, მოციქულები, თავიანთ საეპისტოლო მემკვიდრეობაში, არა მხოლოდ ძველი აღთქმის წერილს, არამედ იუდეველურ გადმოცემასაც იყენებდნენ, რაც მათთვის სრულიად კანონზომიერი და მისაღები იყო [1]; მით უმეტეს, რომ იუდეველური გადმოცემის (ზეპირი თორა) აუცილებლობას თალმუდიც უთითებს (ტრაქტატი „შაბათი“ 31a). მეტიც, თავად მაცხოვარი, მისი ქადაგების ქმედითობისთვის, არა მხოლოდ იუდეველურ გადმოცემას, არამედ აპოკრიფულ წყაროებსაც იყენებს [2]; ანუ […]

ხატთაყვანისცემის მეოთხე აპოლოგია

მოცემულ, ამჯერად, ხატთაყვანისცემის ბოლო აპოლოგიაში [1] ჩვენ გვსურს დასკვნითი სიტყვის სახით გავამახვილოთ ყურადღება ხატთაყვანისცემის ღვთისმეტყველებისა და ისტორიის ასპექტებზე, რომლებიც ძველი ეკლესიისთვის მოცემული ტრადიციის უფლებამოსილებას და ადეკვატურობას გვიჩვენებენ. ჩვენს წინა სტატიებში ჩვენ ხატთაყვანისცემის ისტორიული წინამძღვრები და ამ ტრადიციის საღვთისმეტყველო და დოგმატური დასაბუთება წარმოვადგინეთ. ევსები კესარიელის (ან ევსები პამფილი), „საეკლესიო ისტორიის მამას“, თანახმად ხატთაყვანისცემა მისაღები იყო ძველი […]

ხატთაყვანისცემის მესამე აპოლოგია

ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ვსაუბრობდით წმინდა გამოსახულებებისა და ჯვრის თაყვანისცემის ტრადიციაზე [1], რომელიც სავსებით მისაღები იყო ძველი ეკლესიისთვის. მეორე აპოლოგია დაეთმო ღვთის სახელისა და ღვთის ხატების სწორ გაგებას ლოგოსის განკაცებისა და მისი ქვეყნად მოვლინების კონტექსტში [2], საიდანაც გამომდინარეობს, რომ განკაცებული ღმერთი ადამიანური ბუნებისთვის ხელშესახები და ხილვადი ხდება. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამყაროს სახელდების […]