„მე და მამა ერთი ვართ“ იოანე. 10, 30 წინამდებარე სტატია წარმოადგენს რეაქციას სტატიაზე „ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი“, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა“ (შემდგომში – „მოწმეები“) ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული [1]. სტატიის დასაწყისში ავტორები აცხადებენ: „იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ღმერთად მოაქვს თავი“ და თავადვე პასუხობენ: „მაგრამ ის უარყოფს ამ ბრალდებას“. დასაბუთებად მოჰყავთ იოანე. 10, 22-42. იესო არსად უარყოფს […]
იესო ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნის მიხედვით
ტერმინი „ეპისკოპოსისა“ და „დიაკვანის“ მოკლე ეტიმოლოგია
სტატიის სათაურში ნახსენები ტერმინები ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ბევრის თვის უცნობია ამ ბერძნულ-წარმართული ტერმინოლოგიის წარმომავლობა და როგორ იყენებდნენ მას მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მოციქულების მიერ წარმართული ფილოსოფიური და პოეტურ-კლასიკური ტერმინოლოგიის გამოყენების შესახებ [1]. აღნიშნული მისიონერული ილეთი გათვლილი იყო იმაზე, რომ რომის იმპერიის ბერძნულენოვან ყოფილ წარმართებს ქრისტიანული ქერიგმა უკეთ გაეგოთ. […]
ვინ არის დიდების უფალი?
ჩვენი სტატიის თემაზე საუბრისას, უნდა ავღნიშნოთ, „იეჰოვას მოწმეებისათვის“ ქრისტე იმ გაგებით არის უფალი, რომ ის ქრისტიანთა განდიდებული მეფე, მეუფე და მფლობელია [1]. მაგრამ ქრისტეს უფალს უწოდებდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რელიგიურ ტრადიციაში ცხოვრობდნენ. ამოსავალ წერტილად უნდა გვქონდეს ის, თუ რა აზრს დებდნენ ამ ტერმინში I საუკუნეში როგორც პალესტინელი, ისე ბერძნულენოვანი იუდეო-ქტისტიანები და უმეტეს წილად ბერძნები და […]
იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგლეოზი მიქაელი
„საგუშაგო კოშკის საზოგადოება“ ასწავლის, რომ ამქვეყნად მოსვლამდე იესო ქრისტე მიქაელ მთავარანგელოზის სახით არსებობდა და აღდგომის შემდეგ ისევ მიქაელ მთავარანგელოზი გახდა. საზოგადოება ამტკიცებს, რომ ქრისე, ამქვეყნად ყოფნისას, მხოლოდ ადამიანი იყო, ხოლო როდესაც მოკვდა, „ადამიანმა“ იესომ არსებობა შეწყვიტა და „სულიერი ქმნილების“ – მიქაელ მთავარანგელოზის – სახით აღდგა [1]. პირველ რიგში ვიტყვით, რომ საკითხი ამგვარად დასმა აღმოჩენას არ […]
ძველი წარმართული მესოპოტამური სამართლებრივი ძეგლებიდან ძველ აღთქმაში საკანონმდებლო სესხების შესახებ
ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში [1] ბიბლიაზე ძველი მესოპოტამური ძეგლების გავლენის შესახებ ვწერდით. კერძოდ, ჰამურაბის კანონებს შევეხეთ. ამ კანონების მოკლე ისტორია და აბრაამის საოჯახო დავის მაგალითზე მათი გავლენა ვაჩვენეთ. ამ მაგალითმა კარგად აჩვენა, რომ ისეთი მესოპოტამიელი მართლებიც კი, როგორებიც იყვნენ ყოფილი წარმართები აბრაამი და სარა, ჰამურაბის მესოპოტამური კანონმდებლობის ნორმებს იცავდნენ. მესოპოტამიიდან მოშორებით ყოფნის დროსაც კი აბრაამი […]
ჰამურაბის კანონების როლი აბრაამის ოჯახურ საკითხებში
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მრავალი მესოპოტამიური რელიგიური და საკანონმდებლო ტექსტი ბევრად უფრუ ძველია, ვიდრე ბიბლიური ტექსტი. მას ახლო აღმოსავლეთის ძველ საკანონმდებლო ნორმებთან ბევრი აკავშირებს. მესოპოტამიურმა ტექსტებმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დიდი გავლენა მოახიდნეს. მაგალითად, ეს არის ძველი შუმერული და აქადური მითები წარღვნის შესახებ, რომლებიც ბიბლიურ ტექსტთან შედარებით გაცილებით უფრო ძველია (დაბ. 7, 1-24; 8, 1-19). არქეოლოგიური აღმოჩენები […]
შუმერულ-აქადური მითი პირველი ადამიანის – ადაპეს შესახებ, როგორც ბიბლიური ადამის სახე, რომელიც უკვდავებაზე უარი თქვა
ჩვენს წინა სტატიებში ვწერდით „ადამის მეხსნიერების“ ფენომენზე, ანუ გენეტიკურ მეხსიერებაზე, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობას გადაეცემა. ეს არის ისტორიამდელი ხანის ბუნდოვანი მოგონებები, რომლებიც ადამის შექმნის საწყისამდე, მის ღმერთთან ურთიერთობამდე, მის განცდებამდე, დაცემამდე და ზოგად ცხოვრებისეულ სირთულეებამდე მიდიან. „ადამის მეხსნიერება“, როგორც ისტორიული მოვლენების გამოძახილი, მრავალ წარმართულ კულტურას ახასიათებდა. ამ კულტურებში მრავალღმერთიანობა იყო გავრცელებული, მაგრამ მთლიანობაში ისინი მონოთეიზმისკენ ისწრაფოდენ. […]
ქრისტეს გენეალოგიაში ქორწინების დარღვევის შემთხვევების, წარმართთა მოწოდებისა და ღვთის განგების შესახებ
ამ მოკლე სტატიის სათაური, შეიძლება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ საკიტხს ჩავუღრმავდებით (რატომ არის ნახსენები მათეს სახარებაში ოთხი ძველ აღთქმისეული ქალი – თამარი, რუთი, რეხაბი, ბერსება – როდესაც, ზოგი მათგანის ცხოვერბაში ქორწინების დარღვევას აქვს ადგილი, ზოგს კი საეჭვო ან წარმართული წარსული აქვს), მაშინ ქრისტეს სახარებისეული ქადაგების სიღრმეს გავიგებთ, რომელშიც მაშინდელი ელიტარული იუდაური საზოგადოებისათვის მიუღებელი ფრაზები […]
ინკების მეფის პაჩაკუტეკუს მიერ დაწერილი, უზენაესი ღვთაებისადმი მიძღვნილი ჰიმნი
ჩვენს სტატიებში არაერთხელ შევხებივართ წარმართთა რელიგიურ ცნობიერებას, რომლის ფესვები შორეულ წარსულში, ისტორიამდელ დროში მიდის. აღნიშნული ცნობიერება წარმართებში ე.წ. „ადამის მეხსიერების“ მაჩვენებელია. ეს ფენომენი მესოპოტამური ცივილიზაციების – აკადის, შუმერისა და განსაკუთრებით ეგვიპტის – ჰიმნოგრაფიაში კარგად აისახება, ეგპიტზე კი ამას წინათ ვწერდით [1]. ეგვიპტესადმი მიძღვნილ სტატიაში ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რამდენად ახლოს იყო ეგვიპტური ცივილიზებული სამყარო ჭეშმარიტი მონოთეიზმის […]